ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნოსტრადამუსი

საზოგადოება 1714339985

ნოსტრადამუსის ყველაზე იდუმალი წინასწარმეტყველება აღწერს მოვლენებს 2024 წლის მაისში - რა გაფრთხილებას გვაძლევს წინასწარმეტყველი

2024 წლის დადგომა, ნოტრედამის წინასწარმეტყველების თანახმად, აღვიძებს განგაშისა და სიფრთხილის ტალღას. ამ ფრანგმა წინასწარმეტყველმა, რომლის ნათქვამიც საოცარი სიზუსტით სრულდება, იწინასწარმეტყველა მოვლენების სერია, რომელსაც გლობალური შედეგები მოჰყვებოდა კაცობრიობისთვის.ნოსტრადამუსის ყველაზე საშინელი პროგნოზი 2024 წლისთვისნოსტრადამუსის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პროგნოზი 2024 წლისთვის არის კლიმატის კრიზისი, ის გვაფრთხილებს მძიმე გვალვების, საშინელი წყალდიდობისა და შავი ჭირით გამოწვეული შიმშილის შესახებ. კიდევ ერთი პროგნოზი ეხება შესაძლო სამხედრო კონფლიქტს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. ჩანაწერები  შეიცავდა საზღვაო შეჯახების საფრთხეს და მსოფლიო საზოგადოებისთვის არაპროგნოზირებად შედეგებს. ეს არის შეხსენება დიპლომატიური ძალისხმევისა და სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობის შესახებ კატასტროფული მოვლენების თავიდან ასაცილებლად.შემდეგი პროგნოზი ეხება პაპის შეცვლას. მეცნიერები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ნოსტრადამუსს შეეძლო ეწინასწარმეტყველა ზუსტად ეს მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია პაპ ფრანცისკესთან და მის პოტენციურ მემკვიდრესთან, რაც რელიგიურ წრეებში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.თუმცა, ნოსტრადამუსის ყველაზე იდუმალი და შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება აღწერს მოვლენებს 2024 წლის მაისში. ის საუბრობს მიწისძვრაზე, „ხალხით სავსე თეატრის“ დაცემაზე და ცის დაბნელებაზე. მკვლევრები ამ სტრიქონებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, მათში ხედავენ როგორც ბუნებრივ კატასტროფებს, ასევე პოტენციურ ტექნოგენურ კატასტროფებს ან თუნდაც ბირთვულ საფრთხეებს.მიუხედავად არც ისე პოზიტიური პროგნოზებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები ხშირად სხვადასხვაგვარად იყო განმარტებული და შეიძლება ჰქონდეს მრავალი ინტერპრეტაცია. აქ ოპტიმიზმი შეიძლება დავინახოთ იმაში, რომ კაცობრიობას აქვს დრო და შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილოს ასეთი კრიზისები, კლიმატის შეგნებული მართვა, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა და ძალადობრივი ძალისხმევა ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.ასევე ნაცეთ:ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიანროგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

მენსტრუაცია

საზოგადოება 1714339947

რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ მენსტრუაციის დროს

მენსტრუაცია შეიძლება მრავალი ქალისთვის განსაცდელი იყოს. მასთან ერთად მოდის ტკივილი, კრუნჩხვები, შებერილობა და განწყობის უეცარი ცვალებადობა. სინამდვილეში, მენსტრუალური ტკივილის მიზეზი ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, შეიძლება იყოს საკვები, რომელსაც ქალები ამ პერიოდში მიირთმევენ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დამატებითი დისკომფორტი, მენსტრუაციის დღეებში უარი თქვით ამ გარკვეული პროდუქტების მიღებაზე.რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ მენსტრუაციის დროს1. რძის პროდუქტები და კვერცხიყველი, რძე, კვერცხი, ნაღები, ყველი და კალციუმის შემცველი სხვა საკვები ხელს უშლის მაგნიუმის შეწოვას და აძლიერებს მენსტრუალურ ტკივილს.2. კოფეინის შემცველი სასმელებიკოფეინის შემცველი პროდუქტები გავლენას ახდენს განწყობაზე, რაც ქალებს უფრო გაღიზიანებულს ხდის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მკერდის მგრძნობელობა.კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინი ბლოკავს ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ეწოდება ქვედა ნეიროტრანსმიტერი, რაც იწვევს შფოთვის გაზრდას და გულისცემის მატებას. ეს ყველაფერი ერთად ზრდის PMS-ის სიმპტომებს. (PMS - პრემენსტრუალური სინდრომი)3. მჟავე საკვები.მჟავე საკვები, როგორიცაა მჟავე ქლიავი, ადვილად იწვევს ენდოკრინული სისტემის მოშლას, რაც იწვევს მენსტრუალური სისხლის მოცულობის ზრდას და მისი ფერის გამუქებას.4. გაზიანი სასმელებიქალები მენსტრუაციის დროს უამრავ სისხლს კარგავენ და საჭიროებენ დამატებით რკინას. გაზიანი სასმელების უმეტესობა შეიცავს ფოსფატებს, რაც ართულებს რკინის ათვისებას.5. ალკოჰოლიმდგომარეობა, რომელიც უფრო ხშირად ცნობილია როგორც დისმენორეა.6. მარილიანი პროდუქტებიორგანიზმში მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს ორგანიზმის წყლის ბალანსი, გამოიწვიოს შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და მტკივნეული შებერილობა.

ორსული

საზოგადოება 1714339934

ფეხმძიმე ბავშვები საქართველოში - ნაადრევი ქორწინების და ორსულობის მძიმე შედეგები

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს 679 არასრულწლოვანი დაორსულდა, 409 კი მშობელი გახდა. არასრულწლოვანი დედების ზუსტი სტატისტიკის დადგენაც რთულია.მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. კანონმდებლობის მიხედვით, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი ისჯება, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბავშვი, რომელიც სკოლის ასაკში ქორწინდება, მალევე სწავლას თავს ანებებს. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. ბავშვობის ასაკში ქორწინება საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ართმევს ბავშვობას. ხშირად წყდება კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან, რაც ბავშვის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება.ბავშვობადაკარგული გოგოების ისტორიები თითქმის ერთნაირია, იცვლება მხოლოდ მათი სახელები და გეოგრაფიული არეალები. მას შემდეგ, რაც 13, 14, 15 წლის ასაკში შვილს გააჩენენ ან გათხოვდებიან, მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.ქვეყანაში ბავშვობის ასაკში ქორწინება რომ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ამას სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, ეს მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩება.არასწრულოვნების ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთის რეგიონშია.მშობიარობა პატარა ასაკში რისკებთან რომ არის დაკავშირებული, ამაზე ექიმებიც საუბრობენ. პატარა დედები შვილებს ხშირად სამშობიაროებშიც ტოვებენ.სექსუალური განათლების აუცილებლობაზე საუბრობენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები.არასრულწლოვნები ძალადობის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც, როცა ისინი გოგონას გათხოვებას გადაწყვეტენ. მათ მიმართ ხშირია ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობაც. სპეციალისტების თქმით, არასრულწლოვან დედებს, როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება, დასაქმებისა და თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.ბავშვობის ასაკში ქორწინება დანაშაულია. პატარა დედებისთვის ან იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ნაადრევი ქორწინება არ სურთ, არსებობს თავშესაფრები. აქ ისინი სახელმწიფოსგან შესაბამის ზრუნვას და მომსახურებას იღებენ.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1714339916

„არ მიმაჩნია სწორად, რომ ტაშს ვუკრავთ ან ძაან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს... ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან...“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და წერს, რომ რამდენიმე კილოგრამის დაკლება სურს.მისივე თქმით, „არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს..“.ნუკის განცხადებით, „არ უნდა ხდებოდეს სიზარმაცის პროპაგანდა, რადგან წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან“.„უთხარი არა!!! ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ… აჰა კარგი დავდე და მიყვარს მაგრამ მაინც არ მომწონს მინდა 10კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს…მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან…აი ვითომ არაფერი ეს ჩემი 8კგ მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე.. ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტრები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება… მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ ბოდი პოზიტივებზე და პოლიტ კორექტულობაზე, თქვენი აზრიც მაინტერესებს“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.            View this post on Instagram                       A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

აშშ- პოლიცია

მსოფლიო 1714339906

დედამ, სავარაუდოდ, აბაზანაში 10 წლის შვილის დახრჩობა სცადა - გადარჩენისთვის ბავშვმა გაითამაშა, ვითომ მკვდარი იყო (აშშ)

ალაბამაში დედამ, სავარაუდოდ, სცადა შვილის დახრჩობა აბაზანაში მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ მამასთან ცხოვრებას ამჯობინებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.ეშლი ელიზაბეტ ჯონსი, ბრალდებულია ბავშვზე ძალადობაში.10 წლის ბიჭმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ დედამ დაარტყა და უკბინა.გადარჩენისთვის, ბავშვმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავის გადასარჩენად გაითამაშა თითქოს მკვდარი იყო.ამის შემდეგ, სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, დედამისმა იგი კარადაში სამი საათის განმავლობაში გამოკეტა.სავარაუდო შეურაცხყოფა გრძელდებოდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ბიჭმა დაურეკა მამას და სთხოვა, რომ წაეყვანა ის კვირას.სამართალდამცავებმა დედა დაკითხვაზე მეორე დღეს მიიყვანეს.გაურკვეველია, შეიცვალა თუ არა მეურვეობის უფლება ინციდენტის შემდეგ, რადგან ეს პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის.